სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Статья 91^3. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში
Редакция №129 Сверено с действующей редакцией · 17 дек. 2025 г.
1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი.
2. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა.
3. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6145 – ვებგვერდი, 17.05.2012წ.
