საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Статья 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს
Редакция №29 Сверено с действующей редакцией · 24 дек. 2013 г.
1. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.
2. საგზაო მოძრაობაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.
