საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია: ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება; ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა; დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება; ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით; ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი.
Статья 6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
Сравнить редакции
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებებია:
ა) საავტომობილო, მიწისზედა ელექტროტრანსპორტისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის რეგულირება;
ბ) საგზაო მოძრაობის ორგანიზება;
გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებათა მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფა;
დ) პირის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების შესწავლის ორგანიზება;
ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებათა კომპლექსის შემუშავება;
ვ) სატრანსპორტო საშუალების, მასთან დაკავშირებული პროდუქციისა და საგზაო მეურნეობის საქმიანობის სერტიფიცირება
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით
დადგენილი წესით;
ზ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცება, აგრეთვე მათ შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი. მუხლი 7. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი 1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებებია: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა; გ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული წესების, სტანდარტების, ტექნიკური ნორმებისა და სხვა ნორმატიული აქტების ერთიანი სისტემის შექმნა; დ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, აგრეთვე ამ სფეროში საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, კონტროლი და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ე) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხორციელება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად წყვეტენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არსებობს სპეციალურ ან სხვა სახის დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის საფუძველი, აღნიშნული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამგვარი მომსახურების შერჩევისა და გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 5. საგზაო მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 6. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესებს ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4789 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.






