საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Статья 26. საავარიო შუქური სიგნალიზაცია
Редакция №29 Сверено с действующей редакцией · 24 дек. 2013 г.
საავარიო შუქური სიგნალიზაცია ირთვება: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს; ბ) იძულებითი გაჩერების დროს იმ ადგილას, სადაც აკრძალულია გაჩერება; გ) მძღოლის შემხვედრი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს; დ) ბუქსირების დროს (ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე); ე) მოძრაობის მონაწილეთა გასაფრთხილებლად იმ საშიშროების გამო, რომელიც მოსალოდნელია სატრანსპორტო საშუალებისაგან.
