საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
Статья 38. გარე სანათი ხელსაწყოებითა და ხმოვანი სიგნალებით სარგებლობა
1. დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები: ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება; ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები; გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის); დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები.
2. შორი განათება უნდა გადაირთოს ახლო განათებაზე: ა) თუ დასახლებულ პუნქტში გზა განათებულია; ბ) შემხვედრის გვერდის აქცევის დროს სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე; გ) როგორც საპირისპირო, ისე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლისათვის თვალის მოჭრის თავიდან აცილების მიზნით.
3. ხილვადობის გაუარესების შემთხვევაში მძღოლი მოძრაობის ზოლის შეუცვლელად რთავს საავარიო მაშუქ სიგნალიზაციას, ანელებს სიჩქარეს და ჩერდება.
4. დღე-ღამის ბნელ დროს გზის გაუნათებელ მონაკვეთზე გაჩერებისას ან დგომისას, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები. არასაკმარისი ხილვადობის პირობებში საგაბარიტო სინათლეებთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს ახლო განათების, ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე ნისლის საწინააღმდეგო უკანა ფარები.
