Статья 28. ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება
1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის და იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და უზრუნველყოფს მათ დაცვას.
2. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს.
3. ტექნიკური საშუალებების გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პოლიციის შესახებ
