1.პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, გზაზე, შენობის გარე პერიმეტრზე, საქართველოს სასაზღვრო ზონაში, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საქართველოს საზღვაო სივრცეში დაამონტაჟოს/განათავსოს და გამოიყენოს ფოტოვიდეოტექნიკა/აღჭურვილობა ან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ტექნიკური აღჭურვილობა, აგრეთვე გამოიყენოს სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა, კერძოდ: ა) დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანის მავნე ზეგავლენისგან დაცვის მიზნით; ბ) საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უზრუნველსაყოფად; გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, აგრეთვე სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის პრევენციის, გამოვლენის, აღკვეთისა და პირის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ქონებისთვის შექმნილი საფრთხის დროულად გამოვლენის მიზნით. 1 1 . საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალი, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსება, აგრეთვე აღნიშნული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები და ექსპლუატაციის წესი.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამონტაჟებული/განთავსებული ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დასაბუთებული ბრძანებით განსაზღვრულ შეზღუდული რაოდენობის საგზაო მონაკვეთზე პოლიცია უფლებამოსილია თავის სარგებლობაში არსებულ შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაამონტაჟოს/განათავსოს ფოტო- და ვიდეოტექნიკა და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყო. ამ შემთხვევაში ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიეთითება შესაბამისი საგზაო მონაკვეთის შესასვლელსა (შესასვლელებსა) და გამოსასვლელში (გამოსასვლელებში). პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენებისას საგზაო მონაკვეთზე ინფორმაციის მითითება საჭირო არ არის.
4.
