Статья 8. სარეგისტრაციო წარმოება და მისი დაწყება
1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
2. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. 2 1 . (ამოღებულია – 22.02.2011, №4208).
3. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2800 - სსმ I, №14, 30.03.2010 წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3966 - სსმI,№74,24.12.2010 წ.,მუხ.447 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
