საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
Статья 17
1. სამინისტროს დებულებას მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.
2 . (ამოღებულია - 04.10.2013, №1463).
3. სამინისტროს დებულება უნდა შეიცავდეს: ა) სამინისტროს სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) სამინისტროს საქმიანობის სფეროს და ამოცანებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზებას, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს; დ) სამინისტროს სისტემას, სტრუქტურას, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას; ე) სხვა არსებით საკითხებს სამინისტროს საქმიანობის ორგანიზების შესახებ. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №806 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.185 საქართველოს 2008 წლის 10 ოქტომბრის კანონი №345 - სსმ I, №27 27.10.2008 წ., მუხ.169 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ.
