Статья 6. სამსახური
1. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სამსახურის დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახური აერთიანებს მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
3. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.
4. სამსახურისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.
5. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პენიტენციური კოდექსი
