კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები.
2.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებელი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთს და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან: ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება (გრაფიკული და ტექსტური მასალა); ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა საპროექტო ნაკვეთის საზღვრების, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩვენებით (მასშტაბი 1:500 და 1:200); გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები (გრაფიკული, ტექსტური და ფოტომასალა); დ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ფოტოგანშლები, საპროექტო ნაკვეთსა და ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მითითებით (ფოტომასალა); ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი (გრაფიკული და ტექსტური მასალა), რაც მოიცავს: ე.ა) განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და მასშტაბის, შენობა-ნაგებობებისა და ღია სივრცეების კონფიგურაციის დახასიათებას, განაშენიანების სტრუქტურაში მათი განლაგების თავისებურების გამოვლენას; ე.ბ) ძეგლებისა და ვიზუალური დომინანტების, ლანდშაფტისა და განაშენიანების სივრცით-არქიტექტურულ შეფასებას, მათი სივრცითი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას; ე.გ) განაშენიანების მხატვრული და დეკორატიული ელემენტების აღწერას, მათ სტილისტურ და სემანტიკურ იდენტიფიკაციას.
3.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობის სივრცით-გეგმარებითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ.
4.ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა სავალდებულო არ არის შემდეგი ობიექტებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის: ა) მცირე არქიტექტურული ფორმები, კერძოდ: ა.ა) 50 მ 3 -მდე მოცულობის ნაგებობები – პავილიონები, ჯიხურები, უსაძირკვლო სავაჭრო დახლები, საჩრდილობლები, ავტოფარეხები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილები; ა.ბ) 50 მ 2 -მდე ფართობის ბავშვთა სათამაშო და მცირე ზომის სპორტული მოედნები, ატრაქციონები; ა.გ) ცალკე მდგომი ან შენობების ფასადებზე დამონტაჟებული საინფორმაციო და სარეკლამო ფარები და კონსტრუქციები; ა.დ) დასასვენებელი სკამები, განათების ელემენტები, სკვერების, ხეივნების და სხვა, მცირე ზომის მწვანე ნარგავების ზონების კეთილმოწყობის და საინჟინრო აღჭურვილობის ნაწილები, აბრები, სანაგვე ურნები, ქალაქის საათები, ქუჩების დასახელებების და სახლების ნომრების ნიშნები, ღობეები, ჭიშკრები, მაღაზიების ვიტრინები, დასახლებებში შესასვლელების აღმნიშვნელი კომპლექსები, მემორიალური დაფების და ქანდაკებების არქიტექტურული მოწყობის ელემენტები, სასმელი წყლის სვეტები, 25 მ 2 -მდე ფართობის შადრევნები; ბ) არსებული შენობების მცირე ცვლილებები საერთო ფართობით არა უმეტეს 50 მ 2 -ისა: სახურავის შეცვლა არსებულ გაბარიტებში, 50 მ 3 -მდე მოცულობის დაშენება ან მიშენება, კარის, ფანჯრის გაჭრა ან ამოშენება, აივნის დამატება ან მოხსნა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
1. თუ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი წესით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, თითოეული სამშენებლო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შემუშავდეს წინასაპროექტო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის საფუძველზე. საპროექტო ობიექტის მოცულობა, გეგმარებითი სტრუქტურა და არქიტექტურული სახე დგინდება ამ კვლევის საფუძველზე. გამონაკლისია მხოლოდ ამ მუხლის მე-4მე-3 პუნქტით განსაზღვრული ობიექტები. 2. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებელი. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის არეალი უნდა მოიცავდეს საპროექტო ნაკვეთს და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, საპროექტო ნაკვეთის საზღვრებიდან შესაბამისი მიმართულებით ნაკვეთის სიგრძის/სიგანის არანაკლებ ორმაგი მანძილის ფარგლებში. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი გრაფიკული და ტექსტური ნაწილებისაგან: ა) საპროექტო ტერიტორიის ადგილი ქალაქის სტრუქტურაში და მისი არსებული მდგომარეობის დახასიათება (გრაფიკული და ტექსტური მასალა); ბ) საკვლევი ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა საპროექტო ნაკვეთის საზღვრების, საკვლევ ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩვენებით (მასშტაბი 1:500 და 1:200); გ) საკვლევი ტერიტორიის ისტორიული რეტროსპექტივა, განვითარების ქრონოლოგია და ეტაპები (გრაფიკული, ტექსტური და ფოტომასალა); დ) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ფოტოგანშლები, საპროექტო ნაკვეთსა და ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მითითებით (ფოტომასალა); ე) საკვლევ ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების ანალიზი (გრაფიკული და ტექსტური მასალა), რაც მოიცავს: ე.ა) განაშენიანების სტრუქტურის, მორფოლოგიისა და მასშტაბის, შენობა-ნაგებობებისა და ღია სივრცეების კონფიგურაციის დახასიათებას, განაშენიანების სტრუქტურაში მათი განლაგების თავისებურების გამოვლენას; ე.ბ) ძეგლებისა და ვიზუალური დომინანტების, ლანდშაფტისა და განაშენიანების სივრცით-არქიტექტურულ შეფასებას, მათი სივრცითი ურთიერთდამოკიდებულების გამოვლენას; ე.გ) განაშენიანების მხატვრული და დეკორატიული ელემენტების აღწერას, მათ სტილისტურ და სემანტიკურ იდენტიფიკაციას. 3. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის დასკვნითი ნაწილი უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს საპროექტო ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობის სივრცით-გეგმარებითი და კომპოზიციური გადაწყვეტის შესახებ. 4. ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა სავალდებულო არ არის შემდეგი ობიექტებისა და სამშენებლო საქმიანობებისათვის: ა) მცირე არქიტექტურული ფორმები, კერძოდ: ა.ა) 50 მ 3 -მდე მოცულობის ნაგებობები – პავილიონები, ჯიხურები, უსაძირკვლო სავაჭრო დახლები, საჩრდილობლები, ავტოფარეხები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილები; ა.ბ) 50 მ 2 -მდე ფართობის ბავშვთა სათამაშო და მცირე ზომის სპორტული მოედნები, ატრაქციონები; ა.გ) ცალკე მდგომი ან შენობების ფასადებზე დამონტაჟებული საინფორმაციო და სარეკლამო ფარები და კონსტრუქციები; ა.დ) დასასვენებელი სკამები, განათების ელემენტები, სკვერების, ხეივნების და სხვა, მცირე ზომის მწვანე ნარგავების ზონების კეთილმოწყობის და საინჟინრო აღჭურვილობის ნაწილები, აბრები, სანაგვე ურნები, ქალაქის საათები, ქუჩების დასახელებების და სახლების ნომრების ნიშნები, ღობეები, ჭიშკრები, მაღაზიების ვიტრინები, დასახლებებში შესასვლელების აღმნიშვნელი კომპლექსები, მემორიალური დაფების და ქანდაკებების არქიტექტურული მოწყობის ელემენტები, სასმელი წყლის სვეტები, 25 მ 2 -მდე ფართობის შადრევნები; ბ) არსებული შენობების მცირე ცვლილებები საერთო ფართობით არა უმეტეს 50 მ 2 -ისა: სახურავის შეცვლა არსებულ გაბარიტებში, 50 მ 3 -მდე მოცულობის დაშენება ან მიშენება, კარის, ფანჯრის გაჭრა ან ამოშენება, აივნის დამატება ან მოხსნა. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3217 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.
Изменения, которые прошла эта статья
Article 43 now specifies that project volume, layout, and architectural form are determined by the preliminary historical-architectural study, with exceptions noted in paragraph 4.
акт об изменении №4269917Mandates preliminary historical-architectural research for construction projects in protected zones if no overall plan exists.
акт об изменении №4280693Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.