გამოყენებული ტერმინები: ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე; ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა; გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს; დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; ე) (ამოღებულია - 20.07.2018, №3215); ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია; ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები; თ) (ამოღებულია -20.07.2018, №3215); საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3215 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. თავი II. (ამოღებულია)
არქიტექტურული საქმიანობის შესახებ
Статья 2. გამოყენებული ტერმინები
История этой статьи· 2
Изменения, которые прошла эта статья
- · опубл. 13 авг. 2018 г.
The definition of 'Architectural Project' is updated to emphasize its role as a primary document adhering to government-defined requirements. Several other definitions ('e', 'z', 't') are modified or removed.
акт об изменении №4269897 Definition of ‘architectural-planning task’ now includes a detailed description encompassing legal requirements, guidelines, and local government stipulations regarding the purpose, parameters, location, and conditions for design and construction.
акт об изменении №2239561
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.






