კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Статья 7. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილებები კულტურული მემკვ იდრეობის დაცვის სფეროში
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში: ა) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ თავიანთ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, აღწერას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას, ზრუნავენ მის მოვლა-პატრონობაზე, შესწავლასა და რეაბილიტაციაზე; ბ) სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენის, გამოვლენისა და მისი მდგომარეობის შესახებ; გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინფორმაციული და ტექნიკური ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობენ სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; დ) ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6908 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
