Статья 11. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: ა) გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა; ბ) მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465 ა - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.86 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6898 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოს დაცვის შესახებ
