Статья 19. რეესტრი
1. რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული დახმარების ბიუროს, მიმწოდებლის ან საკონსულტაციო ცენტრის მიმართვის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას სახელმწიფოს ხარჯზე.
2. რეესტრს აწარმოებს სამსახური. რეესტრში ადვოკატის რეგისტრაცია ხორციელდება ადვოკატის განცხადების საფუძველზე, ღია კონკურსის გზით.
3. რეესტრისა და განცხადების ფორმებს ამტკიცებს დირექტორი. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1374 – ვებგვერდი, 05.03.2026წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
იურიდიული დახმარების შესახებ
