Статья 19. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველი
1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.
2. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. 2 1 . იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი.
3. ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.39 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 თავი VI. ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადვოკატთა შესახებ
