დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით პირობით მსჯავრდებულისთვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) დადგენილი გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, − გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია.
2.მუდმივმოქმედი კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, პირის მომართვისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია, გასული იყოს მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედი. 2 1 . მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია გასული იყოს: ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.
3.მუდმივმოქმედი კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, აგრეთვე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე.
4.მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისგან. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.
5.სააგენტოს უფროსს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლის კანდიდატურას − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის კანდიდატურას − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
6.მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.
7.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრების უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით.
8.მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია.
9.მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
10.მუდმივმოქმედი კომისია საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მუდმივმოქმედი კომისია ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ.
11.თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა დასაშვებია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
12.მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5754 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №421 – ვებგვერდი, 03.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით პირობით მსჯავრდებულისთვის (მათ შორის, პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლის ყოფაქცევის კონტროლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით ხორციელდება) დადგენილი გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესაბამისად, − გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლამდეც, მსჯავრდებულის მიმართ კონტროლისა და დახმარების განმახორციელებელი ორგანოს შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუდმივმოქმედი კომისია. 2. მუდმივმოქმედი კომისია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, პირის მომართვისა და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირისთვის ჩამორთმეული უფლებების ვადამდე აღდგენის ან უფლებების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია, გასული იყოს მათი ჩამორთმევის ვადის ერთი მესამედი. 2 1 . მუდმივმოქმედი კომისია, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული საკითხებისა, პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და წყვეტს პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენის/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირების საკითხს, რისთვისაც აუცილებელია გასული იყოს: ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. 3. მუდმივმოქმედი კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულებას, აგრეთვე იმას, მიღწეულია თუ არა ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებაზე. 4. მუდმივმოქმედი კომისია შედგება 5 წევრისგან. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამოქალაქო დანაყოფში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის 1 მოსამსახურე; ბ) სააგენტოს სისტემის 2 თანამშრომელი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი; დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლოარასამთავრობო დაწესებულებებისორგანიზაციების 1 წარმომადგენელი. 5. სააგენტოს უფროსს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლოარასამთავრობო დაწესებულებებისორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურას − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭო, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის კანდიდატურას − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 6. მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლოარასამთავრობო დაწესებულებებისორგანიზაციების წარმომადგენელი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისწევრის უფლებამოსილებას ახორციელებენ 1 წლის ვადით. 8. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით ირჩევს მუდმივმოქმედი კომისია. 9. მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით. ამ დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 10. მუდმივმოქმედი კომისია საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. მუდმივმოქმედი კომისია ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ. 11. თუ მუდმივმოქმედი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შესახებ, პირისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/ამ უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ ან პირისათვის „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენაზე/უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა დასაშვებია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. 12. მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5754 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №421 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.
Изменения, которые прошла эта статья
Para 4 subpoint 'a' reformulated: names a structural unit employee of the Special Penitentiary Service.
акт об изменении №6874418Para.4 reformulated: the permanent commission has 5 members – 1 from the Special Penitentiary Service civil unit, 2 from the agency system, 1 High Council of Justice representative, 1 general/higher-education-institution representative. Para.5 reformulated: nominations are submitted by the Special Penitentiary Service Director General (its rep), the Service coordination council (education rep), and the High Council of Justice secretary (its rep). Para.7 reformulated: the education representative and the High Council of Justice representative serve 1-year terms.
акт об изменении №6458288Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.