საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს და მის დახმარებას ახორციელებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ეს ორგანო თვალყურს ადევნებს პირის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ფუნქციას პირობით მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელძღვანელობა.
3. გამოსაცდელ ვადაში სასამართლოს შეუძლია იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას პირობით მსჯავრდებულის მიმართ, მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობა ან დააკისროს მას ახალი მოვალეობა. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2160 – სსმ I, №13, 02.06.2003 წ ., მუხ .7 2 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი