დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Статья 40^1. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება
ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უზრუნველყოფა − ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ორგანიზება, სააგენტოს გარდა, სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების (მემორანდუმის) საფუძველზე შეიძლება განახორციელოს აგრეთვე სათანადო გამოცდილების (კომპეტენციის) მქონე სოციალურმა დაწესებულებამ, არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა ან შესაბამისი განათლების მქონე პირმა. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2707 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
