Статья 6. პირის გადახდისუუნარობის დადგენა
1. იმ პირთა კატეგორიებს, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ ითვლებიან, და გადახდისუუნარობის დადასტურების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. საჭიროების შემთხვევაში პირის გადახდისუუნარობის დადგენის მიზნით იურიდიული დახმარების ბიურო ან მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ გასცეს სათანადო ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №968 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.340 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. მუხლი 6 1 . ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა 1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 2 6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.
