1.2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
