Статья 63. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2014 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს: ა) შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა.ა) „გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; ა.ბ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.გ) „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების (რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) და ტესტირების მეთოდების დამტკიცების შესახებ“; ა.დ) „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების პერიოდულობის შესახებ“; ა.ე) „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ფირნიშების ფორმისა და დამზადების წესის შესახებ“; ა.ვ) „სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების შესახებ“; ა.ზ) „თვითნაკეთ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ“; ა.თ) „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“; ა.ი) „საერთაშორისო გადაზიდვების მწარმოებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა შრომისა და დასვენების ორგანიზებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის პარამეტრების საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) გამოყენების წესების დამტკიცების შესახებ“; ა.კ) „საკონტროლო მოწყობილობების (ტაქოგრაფების) დაყენების, შემოწმების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების სამუშაოების განმახორციელებელი სახელოსნოებისა და მექანიკოსებისთვის წაყენებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ა.ლ) „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“; ბ) კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 1 1 . დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის მიღება.
