Статья 9. ზომამცირე გემების საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში გასვლის შეტყობინება
1. ბაზირების პუნქტებიდან საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში ზომამცირე გემების გასვლა, გარდა ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული ნიჩბიანი და გასაბერი (ძრავის გარეშე) ნავების და ბაიდარებისა, ხორციელდება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის წინასწარი შეტყობინებით.
2. ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის შესახებ შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. თავი IV. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სამეურნეო, სარეწი, საძიებო და სხვა საქმიანობის განხორციელება
