Статья 4. სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას
1. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას, მისი სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. ტერორიზმთან ბრძოლას უშუალოდ ახორციელებენ შემდეგი სუბიექტები: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) (ამოღებულია - 26.06.2025, №767); დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
3. ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასევე მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2991-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.156 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №767 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ
