„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით
Статья 1. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების ნარკომოვაჭრეთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისგან დაცვას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარკოტიკული დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, 273 1 მუხლის პირველი ნაწილით ან/და 275-ე მუხლით/276-ე მუხლით (თუ დადასტურებულია დანაშაულის ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა) გათვალისწინებული დანაშაული; გ) ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე−260 2 და 261-ე−268-ე მუხლებით ან 271-ე, 272-ე ან 273 1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; დ) ნარკომოვაჭრე − პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ე) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, რამაც გამოიწვია ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო ბრუნვაში მოქცევა. საქართველოს 2014 წლის 5 მარტის კანონი №2044 - ვებგვერდი, 12.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1220 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3776 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №504 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
