„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით
Статья 6. უფლებების აღდგენა
1. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობისთვის ან ნარკომოვაჭრისთვის ჩამორთმეული უფლებების მოპოვება დასაშვებია ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ ან ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 1 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეუმციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჩამორთმეული უფლებები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე პირს აღუდგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. 1 2 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 45 1 ან 100 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისთვის ჩამორთმეული უფლების/უფლებების მოპოვება დასაშვებია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 1 3 . (ამოღებულია - 17.12.2025, №1344).
2. ამ კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა აღემატება უფლებების ჩამორთმევის ვადის ხანგრძლივობას, ჩამორთმეული უფლებები აღდგება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ ავე კანონის მე-3 მუხლის 4 1 პუნქტით და ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა .
3. უფლებების რეალიზება დაუშვებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის გარეშე.
4. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან ნარკომოვაჭრის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევა (შეუსრულებლობა) გამოიწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
