ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 134^1. სარეკომენდაციო ინსტრუქცია
1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტის მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად მასზე სახელმძღვანელოდ გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია.
2. სარეკომენდაციო ინსტრუქციამ არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №3605 - ვებგვერდი, 15.05.2015წ.
