ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო.
2.ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველმყოფ სამთავრობო დაწესებულებასთან (დაწესებულებებთან) კონსულტაციის გათვალისწინებით.
3.დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ექვემდებარება დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები.
4.ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ს შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.
5.ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში მოსთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), ცვლილება შეიტანოს ნორმატიულ აქტში ან გააუქმოს იგი, თუ ზედამხედველობის ორგანო ამ ნორმატიული აქტის არსებული სახით მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
6.თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ წინადადებით. საქართველოს მთავრობა ზედამხედველობის ორგანოს წინადადებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმება დაუშვებელია.
7.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ, თუ იგი ამ გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
8.დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით, ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გაუგზავნოს მას ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) სამართლებრივი აქტები, შეხვედრებისა და სხდომების ოქმები, ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, საფინანსო დოკუმენტაცია და ა.შ..
9.ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს მათ მიერ მიღებული (გამოცემული) იმ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გაგზავნა, რომლებიც უკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენებას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირს გაუგზავნოს მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში მიზანშეუწონლობის მოტივით გააუქმოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მიზანშეუწონლობის მოტივით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9 1 . თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში გამოცემული ნორმატიული აქტით ზიანი ადგება სახელმწიფო უსაფრთხოებას , კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ორგანოების , აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას , მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, ან იგი იწვევს გამოუსწორებელ, მძიმე ზიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, შესაბამის თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირებთან კონსულტაციისა და მათი გაფრთხილების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტის შეჩერებისათვის ან/და გაუქმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება. ზიანის აღკვეთის ათვის ან/და თავიდან აცილებისათვის სათანადო ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილებები შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
10.თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არამიზნობრივად იხარჯება, იგი უფლებამოსილია არა უმეტეს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტის ჩატარება. საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №711 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., №244 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1888 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., №209 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №4, 20.01.2010 წ., №11 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3282 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., №211 საქართველოს 2011 წლის 19 აპრილის კანონი №4564 - ვებგვერდი, 05.05.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 12.06.2012წ.
1. თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო. 2. ზედამხედველობის ორგანო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამის სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველმყოფ სამთავრობო დაწესებულებასთან (დაწესებულებებთან) კონსულტაციის გათვალისწინებით. 3. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობას ექვემდებარება დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტები. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ნორმატიული აქტი რეგისტრაციისთანავე, სამართლებრივ დასკვნასთან ერთად, გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია სამართლებრივი დასკვნა მისი გაცემისთანავე გადაუგზავნოს შესაბამის ზედამხედველობის ორგანოს. (ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 5. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდანმიღებიდან (გამოცემიდან) 15 კალენდარული დღის განმავლობაში მოსთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), ცვლილება შეიტანოს ნორმატიულ აქტში ან გააუქმოს იგი, თუ ზედამხედველობის ორგანო ამ ნორმატიული აქტის არსებული სახით მიღებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. 6. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) მიღებიდან 10 დღის განმავლობაში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნას, ზედამხედველობის ორგანოს უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში მიმართოს საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ წინადადებით. საქართველოს მთავრობა ზედამხედველობის ორგანოს წინადადებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წინადადების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმება დაუშვებელია. 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გაასაჩივროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტის ან აქტის ნაწილის გაუქმების შესახებ, თუ იგი ამ გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს. 8. დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებული საქმიანობის მიზანშეწონილობის განხილვის მიზნით, ზედამხედველობის ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირს), მოთხოვნიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში გაუგზავნოს მას ნებისმიერი ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) სამართლებრივი აქტები, შეხვედრებისა და სხდომების ოქმები, ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, საფინანსო დოკუმენტაცია და ა.შ.. 9. ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს მათ მიერ მიღებული (გამოცემული) იმ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გაგზავნა, რომლებიც უკავშირდება დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენებას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ზედამხედველობის განმახორციელებელ თანამდებობის პირს გაუგზავნოს მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში მიზანშეუწონლობის მოტივით გააუქმოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება მიზანშეუწონლობის მოტივით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9 1 . თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში გამოცემული ნორმატიული აქტით ზიანი ადგება სახელმწიფო უსაფრთხოებას , კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ორგანოების , აგრეთვე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებას , მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას, ან იგი იწვევს გამოუსწორებელ, მძიმე ზიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს უფლება აქვს, შესაბამის თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირებთან კონსულტაციისა და მათი გაფრთხილების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტის შეჩერებისათვის ან/და გაუქმებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელება. ზიანის აღკვეთის ათვის ან/და თავიდან აცილებისათვის სათანადო ღონისძიებების თაობაზე გადაწყვეტილებები შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. 10. თუ ზედამხედველობის ორგანო მიიჩნევს, რომ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრები არამიზნობრივად იხარჯება, იგი უფლებამოსილია არა უმეტეს წელიწადში ერთხელ მოითხოვოს საქართველოს კონტროლის პალატის მიერ რევიზიის ჩატარება. საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №711 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., №244 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1888 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., №209 საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2516 - სსმ I, №4, 20.01.2010 წ., №11 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3282 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., №211
Изменения, которые прошла эта статья
Allows supervisory bodies to request a SAS audit if delegated funds are misused.
акт об изменении №1688602The fourth paragraph mirrors the change in Article 8, applying the same waiver of the Ministry of Justice opinion and notification requirements to delegated powers oversight.
акт об изменении №1321725Reiteration of the requirement for the Ministry of Justice to promptly forward legal opinions to relevant supervisory bodies.
акт об изменении №90142The amendment grants supervisory bodies the authority to request changes or revocation of normative acts within 15 calendar days of their publication if they are deemed inappropriate.
акт об изменении №92620Identical to Article 8, this change mandates immediate transmission of legal opinions with registered normative acts from the Ministry of Justice to the relevant supervisory body.
акт об изменении №19570Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.