1.მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობა − მუნიციპალიტეტების რეესტრი.
2.მუნიციპალიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებია: ა) მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით); გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება; დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო კოდი; ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.
