ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 90. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
Редакция №81 Сверено с действующей редакцией · 27 мая 2026 г.
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება.
