ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 92. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა: ა) შემოსავლები; ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები); გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა); დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს საკუთარ შემოსულობებსა და არასაკუთარ შემოსულობებს.
3. მუნიციპალიტეტს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს საკუთარი შემოსულობები.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება კაპიტალური, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები, სესხი და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტი.
5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავლების ადმინისტრირება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
