1.კომისია იწყებს საქმის წარმოებას, თუ არსებობს დაზარალებულის, მისი მემკვიდრის ან წარმომადგენლის განცხადება. განცხადება შეიძლება წარადგინონ ნებისმიერ ენაზე.
1.კომისია იწყებს საქმის წარმოებას, თუ არსებობს დაზარალებულის, მისი მემკვიდრის ან წარმომადგენლის განცხადება. განცხადება შეიძლება წარადგინონ ნებისმიერ ენაზე.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის ერთერთ კომიტეტს. კომიტეტს გადაწყვეტილება განცხადების წარმოებაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გამოაქვს 3 თვის განმავლობაში.
3.კომიტეტი უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ: ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა; ბ) მისი განხილვა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას; გ) გასულია განცხადებით მიმართვისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა; დ) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
4.კომისია უფლებამოსილია უარი თქვას გასაჩივრებული განცხადების წარმოებაში მიღებაზე, თუ: ა) განცხადება აშკარად უსაფუძვლოა; ბ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები; გ) კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში არ არსებობს ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტი; დ) გასულია გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი ვადა; ე) სადავო ქონებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.