1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სოციალური დახმარების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საბაზისო სოციალური პაკეტის ოდენობა, გაზრდილი: ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის − ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტისა და ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარით; ბ) ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის − ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით.
3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გაზრდილი სოციალური პაკეტის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, სოციალური პაკეტის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე.
4.სოციალური პაკეტის ოდენობა ამ მუხლით დადგენილი წესით იზრდება შესაბამისი საბიუჯეტო წლის პირველივე თვიდან, რაც აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში.
5.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად გაანგარიშებული საბაზისო სოციალური პაკეტის გაზრდილი ოდენობა.
6.ამ მუხლის მიზნებისთვის: ა) ინფლაციის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა 12 თვის საშუალო სამომხმარებლო ფასების ინდექსთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე; ბ) მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი განისაზღვრება, როგორც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მომენტისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით გათვალისწინებული კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დამრგვალებული სათანადო რიცხვის მეათედამდე. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2277 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. თავი III. სპეციალიზებული დაწესებულება
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.