1.სამინისტრო: ა) არეგულირებს და კოორდინაციას უწევს სოციალური დახმარების სისტემის ფუნქციონირებას; ბ) ახორციელებს სოციალური დახმარების ეფექტიანობის მონიტორინგს; გ) შეიმუშავებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიას, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) შეიმუშავებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ე) საჭიროების შემთხვევაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, ამტკიცებს მათ დებულებებს (წესდებებს) და ნიშნავს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს; ვ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გაწეული სოციალური დახმარების შესახებ; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
