1.
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სოციალური მუშაობის სფეროში: ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე 4 კარის თანახმად, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ფუნქციებს; გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას; დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს; ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან; ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს; ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში; თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას; ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს; კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს (სოციალურ მუშაკებს); ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5464 – ვებგვერდი, 19.12.2019წ.
Изменения, которые прошла эта статья
Expands the Ministry's powers to define social worker needs in healthcare settings, regulate social work procedures, oversee guardianship bodies, and develop social policy initiatives.
акт об изменении №4717807Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.