1.სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები; გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები; დ) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა; ე) შემოწირულებები; ვ) სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.
