1.სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასური; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2.სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5568 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

