1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ არის განსაზღვრული „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით; ბ) ნივთიერებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა კატეგორიას და განსაზღვრულია „ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ 1961 წლის ერთიანი კონვენციითა და „ფსიქოტროპულ ნივთიერებათა თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1971 წლის კონვენციით.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ
