კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ეს კანონი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და მათი კოორდინირებული მუშაობისთვის საჭირო პროცედურებს.
2.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება არასრულწლოვანზე, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
3.ეს კანონი არ აუქმებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს.
4.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არასრულწლოვანზე, თუ მას პროკურორის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებამდე შეუსრულდა 14 წელი.
5.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებულ იქნა 14 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებითა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და იმავე მუხლების იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადით.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.