„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Статья 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები: ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
