„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
Статья 5. პროფესიული განათლების მიზნები
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია: ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით; ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა; დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების, ხელშეწყობა; ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
