ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროების სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა; ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა; გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო; დ) სატრანსპორტო პროცესი – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვას, აგრეთვე სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განსახორციელებლად მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას; ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ვ) სახელმწიფო რეგისტრაცია – ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა; ზ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა; თ) ტექნიკური რეგლამენტი − პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტი; ი) ტექნიკური რეგულირება – ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების მიზნით ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა; კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებლად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასა და მათი გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესის მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ან/და მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფასური უნდა გადაუხადოს; მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა; ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება. [ ნ) შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი − ტრანსპორტის სფერო, რომელიც მოიცავს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანას ან/და ტვირთის გადაზიდვას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას; ო) შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებები − მცურავი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადაადგილდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №856 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3748 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.388 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4211 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2999 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3275 – ვებგვერდი, 04.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3311 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1544 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ
