1.პირი, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიტყო სხვა პირის ფსიქიკური აშლილობის შესახებ და განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოიყენებს ამ ინფორმაციას აღნიშნული პირის ან მესამე პირის საზიანოდ, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი მკურნალობისა და სამეცნიერო კვლევის პროცესში უშუალოდ ჩართული პირებისათვის. 2 1 . პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები შეიტანება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2 2 . ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვებია შესაბამისი დაწესებულებების მიერ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა შეიძლება პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით ანდა სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე ამ მუხლის 2 2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, კონფიდენციალობის დარღვევა ასევე შესაძლებელია, თუ საფრთხე ექმნება პაციენტის ან მესამე პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამჟღავნების შესახებ იღებს ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია; ასეთი ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ პაციენტის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავს. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1144 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. თავი VII 1 . ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტთა/მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6360 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.




