1.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; გ) ფულადი გზავნილების განხორციელება; დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ვ 1 ) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 8 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული აგენტის ფუნქციის შესრულება; ვ 2 ) ამ პუნქტის „ა“–„ვ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად ქონების იჯარით გაცემა; ვ 3 ) საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდის ინიციირების მომსახურება ან/და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება; ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს; [ ზ) იურიდიული პირების წილების ან აქციების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განთავსებული კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება წილობრივი მონაწილეობა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგულ კომპანიაში; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, დერივატივის დადება, ვალუტის გადაცვლა, თამასუქებისა და ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია და გამოსყიდვა, აგრეთვე ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები; ი) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
2.მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, რეგისტრაციის შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. 2 1 . მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესით შეასრულოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო აგენტის ფუნქცია.
3.მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისაგან.
4.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.
5.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წერილობითი მითითებებით დაუდგინოს დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5924 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1682 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.165 საქართველოს 2013 წლის 6 მარტის კანონი №263 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №356 - ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4198 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №442 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5685 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №882 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1793 - ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1803 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1463 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 5. მიკროკრედიტის ცნება და ოდენობა 1. მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობისა და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.
2.მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს.
3.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ნორმატიული აქტით განუსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1899 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი 461 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.






