1.საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები: ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა; ბ) დათვალიერება; გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა; დ) ქრონომეტრაჟი; ე) ინვენტარიზაცია.
2.საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად .

