დოკუმენტების მწარმოებლები შესაბამისად ავტონომიურ და ადგილობრივ სავალდებულო ეგზემპლარებს გადასცემენ შემდეგ ბიბლიოთეკებს: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – პაპასკირის სახელობის აფხაზეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – ა. წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას; გ) ქალაქ ქუთაისის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები – ქუთაისის სამეცნიერო-უნივერსალურ ბიბლიოთეკას; დ) ქალაქ ფოთის, ქალაქ ზუგდიდის, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, მესტიის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ე) ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ვ) ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ზ) ქალაქ თელავის, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები – თელავის ცენტრალურ საქალაქო ბიბლიოთეკას; თ) ქალაქ ახალციხის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები – ახალციხის საბიბლიოთეკო გაერთიანების ცენტრალურ ბიბლიოთეკას; ი) ქალაქ გორის, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები – გორის საბიბლიოთეკო გაერთიანების მთავარ ბიბლიოთეკას; კ) ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები – რუსთავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; ლ) ქალაქ მცხეთის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები – მცხეთის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას; მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი − ეროვნულ ბიბლიოთეკას. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
Статья 18. ავტონომიური და ადგილობრივი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 6 февр. 2025 г.
