ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
Статья 65^2. ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება
1. ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელონ: ა) ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა – კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან თვითმმართველი ერთეულისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემამდე ის ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, კლუბი, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო სასწავლებლები, რომლებსაც აფინანსებდა შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანო, დაფინანსდეს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
