სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანია: ა) საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილის, დაკომპლექტების სრულყოფა; ბ) ამ კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ეგზემპლარის ეროვნულ, ავტონომიურ და ადგილობრივ მიმღებებში სავალდებულო ეგზემპლარების მუდმივი დაცვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მისი მომხმარებელთა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენება; დ) დოკუმენტების სახელმწიფო რეგისტრაცია (ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური), სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული აღრიცხვა, სახელმწიფო ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ე) მიმდინარე და რეტროსპექტული სახელმწიფო სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლებისა და სტატისტიკური ცნობარების გამოცემის უზრუნველყოფა; ვ) სასიგნალო და რეფერატული ინფორმაციის გაერთიანებული კატალოგების მომზადება და გამოცემა მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად; ზ) საზოგადოების ინფორმირება ყველა სახეობის სავალდებულო ეგზემპლარების მიღების შესახებ; თ) ცენტრალიზებული კატალოგის წარმოება მიღებული დოკუმენტების სახეობათა შესაბამისად; ი) მიღებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ქსელების საშუალებით.
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
Статья 4. სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის მიზანი
Редакция №8 Сверено с действующей редакцией · 6 февр. 2025 г.
Темы:Издательство

