1.სამინისტრო არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი. სამინისტრო არ ერევა ეროვნული ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ეროვნული ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვასა და ხელშეუხებლობას; ბ) ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ხელშეწყობას მისი ფინანსური მხარდაჭერით და შესაბამისი საგადასახადო და საკრედიტო პოლიტიკის გატარებით; გ) ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურულ ფასეულობათა შენარჩუნებას, გამდიდრებასა და რეგისტრაციას, აგრეთვე მათი საგანგებო რეჟიმით დაცვის კონტროლს; დ) დადგენილი ნუსხის მიხედვით ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ნაბეჭდი პროდუქციის უფასო სავალდებულო ეგზემპლარების გამოყოფას; ე) ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ხელისუფლების ორგანოებისა და ნებისმიერი უწყების ყველა ნორმატიული აქტის მიწოდებას; ვ) კადრების მომზადებისა და გადამზადების, შრომის ანაზღაურების, სოციალური გარანტიებისა და შეღავათების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას; ზ) ბიბლიოთეკათმცოდნეობის, ბიბლიოგრაფიის, წიგნთმცოდნეობისა და ინფორმაციის დარგში მეცნიერული და მეთოდური მოღვაწეობის ხელშეწყობას; თ) ეროვნული ბიბლიოთეკის საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში გაწევრებას, სხვა სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობას და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში მონაწილეობას.
