Статья 13. საბაჟო ორგანოსაგან ინფორმაციისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ წერილობითი განმარტების მოთხოვნის უფლება
1. ნებისმიერ პირს (განმცხადებელს) შეუძლია საბაჟო ორგანოს მოსთხოვოს ინფორმაცია მხოლოდ თავის მიერ განხორციელებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სხვა საჯარო ინფორმაცია.
2. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, დაინტერესებულ პირს გაუგზავნოს წერილობითი განმარტება, რომელიც გამოხატავს საბაჟო ორგანოს პოზიციას პირის მიერ განხორციელებული ან განსახორციელებელი საბაჟო პროცედურებისას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების შესახებ. აღნიშნული განმარტება არის რეკომენდაცია და მას არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ამ განმარტების მიმცემი საბაჟო ორგანოს ფარგლებს გარეთ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
